პარლამენტის შენობასთან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის შენობასთან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებენ, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. "სოლიდარობა მუშებს" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115" აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ცვლილებები შევიდეს შრომით კანონმდებლობაში, რომლითაც დაცული იქნება დასაქმებულთა უფლებები, ხოლო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს ეფექტურ კონტროლს, თუ რამდენად არის დაცული სხვადასხვა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან თსუ-ს პირველი კორპუსიდან გაემართნენ, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველზე. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი