გიორგი მარგველაშვილი - როდესაც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი არ "გავაპრავე", ეგრევე გავხდი "ნაცი"

 გიორგი მარგველაშვილი - როდესაც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი არ "გავაპრავე", ეგრევე გავხდი "ნაცი"

როდესაც ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს სერიოზულად მოვეკიდოთ, რადგან ცუდად დაგვიბრუნდება, რომ არ გამოვვარდი და არ "გავაპრავე" ეს ამბავი, ეგრევე გავხდი "ნაცი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მას ევროპარლამენტარები წერენ და ეუბნებიან, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმარი ჰყავთ.

"მე როდესაც ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს სერიოზულად მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ცუდად დაგვიბრუნდება, რომ არ გამოვვარდი და არ "გავაპრავე" ეს ამბავი, ეგრევე გავხდი "ნაცი". რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი დაუბრუნდა საქართველოს სტრასბურგის გადაწყვეტილებით სააკაშვილზე. ვინმემ თქვა, როგორ შეგვეშალა მაშინ რომ არ დავუჯერეთ გიორგის? - არა! მეტიც, მე მწერენ დღეგამოშვებით ევროპარლამენტარები, მათ ხომ არ ელაპარაკებიან, იცით რა? - თქვენ პოლიტპატიმარი გყავთ და ამ საქმეს მიხედეთ. მე მაშინაც ვამბობდი, რომ მიაქციეთ ამ თემას ყურადღება, ეს არ არის შაყირში გადასატანი თემა. ერთი საკითხია, როგორ გამოდის სტრასბურგის გადაწყვეტილება და მეორე, როგორ გითარგმნიან შენ ამას პოლიტიკოსები. იმ ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ ეს თემა შენ პრობლემად დაგიყენოს და რომ გეუბნებიან პოლიტპატიმარიაო, რატომ უნდა ვიყო მე ადრესატი, ვისაც მერაბიშვილზე წერენ? მართლა ძალიან მაღიზიანებს ეს საკითხი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."