სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

ფლორიდაში, პარკლენდში მდებარე სკოლაში 19 წლის ბიჭმა ცეცხლი გახსნა, შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეჭვმიტანილი ნიკოლას კრუზია, სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელიც დირექციამ გარიცხა.

ოლქის შერიფმა სკოტ ისრაელმა განაცხადა, რომ კრუზმა შენობის გარეთ სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სკოლაში შევიდა და კიდევ 12 ადამიანი იმსხვერპლა.

ნახეთ კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო

ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"კატასტროფაა, სიტყვები არ მაქვს," - დაწერა შერიფმა "ტვიტერზე" მოგვიანებით.

ექიმმა ევან ბოიარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სულ 17 ადამიანი მიიყვანეს საავადმყოფოებში. მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი - უკვე დასტაბილურდა.

გარდაცვლილების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. შერიფ ისრაელის თქმით, კრუზმა მოკლა ფეხბურთის მწვრთნელიც, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია სპეცრაზმთან ერთად შენობაში შეიჭრა და სკოლიდან მოსწავლეები გაიყვანა, გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები და მშობლები იყვნენ შეკრებილი.

კრუზი, რომელიც დისციპლინაში პრობლემების გამო გარიცხეს სკოლიდან, პოლიციამ უკვე დააკავა.

მოსწავლეების თქმით, სროლის ხმის გაგონებისთანავე მერხების ქვეშ სცადეს დამალვა.

ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით კი 40 წუთის განმავლობაში 19 სტუდენტთან ერთად ტუალეტში იმალებოდა.

მომხდარს უამრავი პოლიტიკოსი გამოეხმაურა, სამძიმარი "ტვიტერზე" დონალდ ტრამპმაც დაწერა.

"ამერიკის სკოლებში არცერთი ბავშვი ან მასწავლებელი თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდეს," - აღნიშნა ტრამპმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე