ქერინგტონების ოჯახი 29 წლის წინ და დღეს - რას საქმიანობენ "დინასტიის" ვარსკვლავები

ქერინგტონების ოჯახი 29 წლის წინ და დღეს - რას საქმიანობენ "დინასტიის" ვარსკვლავები

უმეტეს ჩვენგანს ახსოვს 1980-90-იან წლებში პოპულარული სერიალი "დინასტია", სადაც მოქმედება კოლორადოში, დენვერში მიმდინარეობს და ორი დინასტიის, ქერინგტონებისა და კოლბიების დაპირისპირების ამბავს გვიყვება.

სერიალი აშშ-ში ტელეკომპანია ABC-ს ეთერში 1981 წლიდან 1989 წლამდე გადიოდა. თავდაპირველად, "დინასტიას" დიდი მოწონება არ ხვდა წილად, თუმცა მეორე სეზონიდან ალექსისის გამოჩენამ პოპულარობა გაზარდა.

"დინასტიის" ბოლო სერია ABC-ს ეთერში 1989 წლის 11 მაისს გავიდა.

სერიალი 1981-დან 1989 წლამდე ყოველ წელს იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე", თუმცა ჯილდოს მოპოვება მხოლოდ ერთხელ შეძლო.

სერიალის დასრულებიდან დღემდე 29 წელი გავიდა, ვნახოთ, როგორ შეიცვალნენ მსახიობები, რომლებიც ჩვენთვის საყვარელ როლებს ასრულებდნენ.

ჯონ ფორსაიტი : ბლეიქ ქერინგტონი

ფორსაიტს, რომელიც მილიარდერი ნავთობმაგნატის ბლეიქ ქერინგტონის როლს ასრულებს, "დინასტიამდეც" არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა. სერიალის შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო 1992 წელს გადაღებულ სიტკომში The Powers That Be, რომელიც მალევე დასრულდა. ბოლოს ფორსაიტი 2006 წელს გამოჩნდა, "დინასტიის" სპეციალურ განახლებაში Catfights & Caviar. ფორსაიტი 2010 წელს გარდაიცვალა პნევმონიით, 92 წლის ასაკში.

ჯოან კოლინზი : ალექსის ქერინგტონ-კოლბი-დექსტერ-როუენი

ალექსისი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გმირია, ბლეიქის ყოფილი ცოლი. "დინასტიის" შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, მათ შორის სიტკომებში The Nanny და Rules Of Engagement.

ამჟამად, 84 წლის კოლინზი მონაწილეობს სერიალში The Royals.

ლინდა ევანსი : ქრისთლ ქერინგტონი

"დინასტიის" შემდეგ ევანსმა, რომელიც სერიალში ბლეიქის თბილ და მოსიყვარულე ცოლის როლს ასრულებდა და დაპირისპირებული იყო ალექსისთან, უამრავ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მსახიობის კარიერა მან 1997 წელს დაასრულა. მან გახსნა ფიტნეს-ცენტრების ქსელი, 1989-1998 წლებში მუსიკოს იანისთან ერთად ცხოვრობდა.

ჯეკ კოულმენი : სტივენ ქერინგტონი

კოულმენის კარიერა, რომელიც ბლეიქის გეი შვილის, სტივენ ქერინგტონის როლს თამაშობდა, "დინასტიის" შემდეგაც საკმაოდ წარმატებული იყო. მის ყველაზე ცნობილ როლებს შორის არის ნოე ბენეტი, სერიალში "გმირები". 1996 წელს დაქორწინდა მსახიობ ბეტ ტუისანზე, წყვილს ქალიშვილი ჰყავს.

ჰითერ ლოქლიერი : სემი ჯო დინ ქერინგტონი

ლოქლიერმა "დინასტიაში" სემი ჯოს როლი შეასრულა, რომელიც სტივენზე ფულის გამო დაქორწინდა. ამავე დროს იღებდნენ მას სხვა სატელევიზიო სერიალებშიც. მსახიობს მიღებული აქვს "ოქროს გლობუსის" 4 ნომინაცია.

ლოკლიერის პირველი ქორწინება ტომი ლისთან 1993 წელს დასრულდა. შემდეგ კი ბონ ჯოვის გიტარისტზე, რიჩი სემბორაზე დაქორწინა და 1997 წელს შვილი გაუჩნდა. წყვილი 2007 წელს დაშორდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს