მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და ასევე, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც. ეს, ასევე, მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. წინასწარი კონსულტაციები, როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი