თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ისინი თურქეთიდან საქართველოში მიმავალი ავტობუსის სპეციალურად მოწყობილი სამალავში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. ისინი თურქეთში არალეგალურად შევიდნენ და საქართველოში დაბრუნებასაც არალეგალურად ცდილობდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხოფას პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი