"ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

"ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

ნიკოლას კრუზი, რომელსაც ყოფილი კლასელები მარტოსულად ახასიათებენ, სკოლიდან დისციპლინური დარღვევების გამო გარიცხეს.

ოთხშაბათს 19 წლის ყოფილი მოსწავლე სკოლაში მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა. დღევანდელი თავდასხმა აშშ-ს 10 ყველაზე სისხლიან მასობრივ მკვლელობებს შორის ერთ-ერთია.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა განგაშის სიგნალი ჩართო, რომ ხალხი შენობიდან გამოსულიყო და მსხვერპლი რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო.

შემზარავი კადრები: რა ხდებოდა საკლასო ოთახში, როდესაც მოზარდმა სროლა დაიწყო

ასევე, მან იფიქრა, რომ შეძლებდა დამალულიყო ასობით მოსწავლეს შორის, რომლებიც სკოლიდან გარეთ გამორბოდა. გამოძიებამ კრუზის იდენტიფიცირება სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით შეძლო და თავდასხმიდან 1 საათის შემდეგ დააკავა.

ოლქის შერიფის, სკოტ ისრაელის თქმით, კრუზის პროფილები სოციალურ ქსელებში ძალიან შემაშფოთებელია. თავდასხმაში ეჭვმიტანილი სოცქსელებში სხვადასხვა იარაღსა და ძალადობაზე წერდა.

ნიკოლას კრუზის პოსტების ნაწილი მუქარის შემცველია, ერთ-ერთ პოსტში წერს: "ძალიან მინდა ვესროლო ხალხს ჩემი AR-15-ით".

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს AR-15 და რამდენიმე ვაზნა ჰქონდა თან.

ნიკოლასის ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერია ცნობილი, ის ლინდა კრუზმა იშვილა. ლინდას ბიძაშვილის, კეტი ბლეინის განცხადებით, ბიჭის დედა 1 ნოემბერს პნევმონიით გარდაიცვალა. რაც შეეხება კრუზის მამას, ის გულის შეტევით 10 წლის წინ დაიღუპა.

ბლეინის თქმით, ბოლოს ლინდა 20 წლის წინ ნახა, ნიკოლას კრუზს კი არ იცნობდა.

ლინდას გარდაცვალების შემდეგ ნიკოლასი მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა.

ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ სამართალდამცველებს მისცეს ნება, საცხოვრებელი სახლი გაეჩხრიკათ და უპასუხეს ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა.

ნახეთ ასევე : სასაკლაო სკოლაში - 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"