რა ხდება რუსთავის N1 საჯარო სკოლაში, სადაც პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული

რა ხდება რუსთავის N1 საჯარო სკოლაში, სადაც  პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული

რუსთავის N1 საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიცია, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, 112-ზე შევიდა შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცავები ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს. N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არ არის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია