რუსთავის N1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა

რუსთავის N1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა

რუსთავის N1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამ დრომდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც სკოლის დირექტორმა გულთამზე შკუბულიანმა განაცხადა, სამართალდამცავებმა 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გაატარეს შესაბამისი ღონისძიება, მოხდა სკოლის შენობის დათვალიერება და რაიმე აკრძალული ნივთი ან საფრთხის შემცველი არაფერი არ აღმოუჩენიათ.

ცოტა ხნის წინ N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით, 112-ში შევიდა უცნობი პირის ზარი სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე. შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი ღონისძიებები გატარდა და სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არ არის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია