სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

დედაქალაქის ცალკეულ უბნებს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება. აღნიშნული შეზღუდვა "თელასის" აბონენტებს ეხება, მიზეზად კი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთება სახელდება.

როგორც ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შეზღუდვა 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II ქუჩის, ნავთლუღის II დასახლების III ,IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფნიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 13:30 საათიდან 15:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით შეზღუდვა გავრცელდება საბიურთალოს რაიონშიც, კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბროლოსანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში: მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონში, კერძოდ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ვეკუას და ვასაძის (ავჭალა) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აწყურის, დოესის, კასპის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე "ენერგო - პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 16 თებერვალს, 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 318 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ზემო ხორხი, თვალივი, გუდრუხი, ნეძიხი, კანატია და მიმდებარე სოფლებში, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 14:00-დან 15:00 საათამდე 1613 აბონენტს თიანეთში: 9 აპრილის, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი