რომელი დაჯგუფების წევრი იყო 19 წლის მკვლელი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

რომელი დაჯგუფების წევრი იყო 19 წლის მკვლელი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

ნიკოლას კრუზმა, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა, ფლორიდის თეთრკანიანი სუპრემასისტების დაჯგუფების წვრთნა გაიარა, ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

დაჯგუფების ლიდერმა ჯორდან ჯერებმა დაადასტურა, რომ კრუზი მათთან ვარჯიშობდა, თუმცა თავდასხმაში დაჯგუფების მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა.

ჯერების ინფორმაციით, სუპრემასისტებთან კრუზი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა მიიყვანა, მოზარდი წვრთნას სამხედრო აქტივობებში გადიოდა.

სუპრემასიზმი არის იდეოლოგია, რომლის მიმდევრებსაც სჯერათ, რომ ადამიანების გარკვეული კლასი სხვებზე აღმატებულია, აღმატებულმა კლასმა კი უნდა აკონტროლოს და მართოს სხვები.

19 წლის ნიკოლას კრუზი ოთხშაბათს თავის ყოფილ სკოლაში შეიარაღებული შევიდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი.

ნახეთ ასევე : "ძალიან მინდა, ხალხს ვესროლო!" - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლაში 17 ადამიანი მოკლა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე