შსს - პაპუნა უგრეხელიძემ თავად განაცხადა, რომ არ არის "კანონიერი ქურდი"

შსს - პაპუნა უგრეხელიძემ თავად განაცხადა, რომ არ არის "კანონიერი ქურდი"

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე პაპუნა უგრეხელიძე ე.წ. კანონიერი ქურდი არ არის. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე პ.უ-მ ამ უკვე დატოვა საქართველო.

"უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. "კანონიერი ქურდი" არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის "ქურდულ სამყაროს" და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდობის" წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა. სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის "ქურდული სამყაროს" წევრი, არის მცდარი. სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო", - აცხადებენ შსს-ში.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ქვეყნის უსაფრთხების სამსახურმა ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავა და იძულების წესით საქართველოში დააბრუნა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ