ჯოან როულინგის ავტოგრაფი ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა!

ჯოან როულინგის ავტოგრაფი ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა!

ის ფაქტი, რომ ჯოან როულინგი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი და ფენტეზი ჟანრის ნამდვილი გენოიოსია, საიდუმლოს ნამდვილად არავისთვის წარმოადგენს. სახელი და გვარი - ჰარი პოტერი დღეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაუგია, რომ არაფერი ვთქვათ ფანების არმიაზე, რომლებმაც ამ ადამიანზე თითქმის ყველაფერი იციან. ფაქტი ისაა, რომ ისტორიებმა პატარა შრამიანი ბიჭის შესახებ მსოფლიო გააოცა. წიგნების სერია 65 ენაზეა თარგმნილი და როულინგიც სამართლიანად ითვლება პირველ ქალად, რომელმაც საკუთარი ნაწარმოებებით მილიარდზე მეტი იშოვა.

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ბევრმა არ იცის, რომ ჯოან როულინგს ჰარი პოტერის მაგიური სამყაროს გარდა, სხვა არანაკლებ საინტერესო და განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებები აქვს დაწერილი. აღნიშნულის მიზეზად ქალის უცნაური ფსევდონიმი - რობერტ გელბრეითი შეგვიძლია, ჩავთვალოთ. როდესაც როულინგმა დეტექტივის პირველი ნაწილი გამოსცა აღნიშნული ფსევდონიმით, მკითხველებმა საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იმალებოდა ამ სახელისა და გვარის მიღმა. გაურკვევლობა შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, თუმცა ქალის პარტნიორმა ნოველის ავტორის ვინაობა ცოლის საუკეთესო მეგობარს გაუმხილა, შემდეგ კი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. წიგნმა არნახული პოპულარობა მოიპოვა და თრილერების მოყვარულებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

საიდუმლოებით მოცული დეტექტივის ორი ნაწილი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ცოტა ხნის წინ გამოსცა ქართულ ენაზე. „გუგულის ძახილი"და „აბრეშუმის ჭია"უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. "პალიტრა L" ახლო მომავალში მესამე ნაწილის თარგმნასაც გეგმავს.

ტრილოგიის მთავარი გმირი ქორმორან სთრაიქი საკმაოდ განსხვავებული და არასტანდარტული პერსონაჟია სხვა იგივე ჟანრის წიგნების პერსონაჟებთან შედარებით. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს კვანძების გახსნას და მკითხველს შესაშური ნებისყოფით ხიბლავს. „გუგულის ძახილში" სთრაიქი სუპერმოდელი ლულა ლენდერის უცნაურ და მოულოდნელ სიკვდილს იძიებს, „აბრეშუმის ჭიაში"კი ოუენ ქუანის სასტიკი წამების მიღმა დამალული საიდუმლოს გარკვევას ცდილობს.

გამომცემლობა "პალიტრა L"ერთგულ მკითხველს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს. საჩუქარი არც მეტი არც ნაკლები ჯ.კ როულინის ავტოგრაფია. საჩუქრის მისაღებად კი ფეისბუქ კონკურსში მონაწილეობაა აუცილებელი. კონკურსის პირობები მარტივია: საჭიროა გადაიღოთ ფოტო რობერტ გელბრეითის წიგნთან ერთად, ატვირთოთ ფეისბუქის პირად გვერდზე შესაბამისი ჰაშთაგით #გელბრეითისავტოგრაფი და დაწეროთ თქვენი რჩევა, თუ რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი სხვებმა. კონკურსს სულ 4 გამარჯვებული ეყოლება, რომელთაგანაც ორი მოწონებების მიხედვით გამოვლინდება, დანარჩენ 2-ს კი ჟიური შეარჩევს.

საჭირო მხოლოდ ორიგინალურობა და იმის სურვილია, რომ აღნიშნული წიგნი რაც შეიძლება საინტერესოდ გააცნო მეგობრებს და თქვენი გულწრფელი შთაბეჭდილებები გაუზიაროთ მათ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს