სომხეთის მოქალაქეები თბილისში ყალბ ოქროს ზოდებს ასაღებდნენ - დაკავებულია 2 პირი

სომხეთის მოქალაქეები თბილისში ყალბ ოქროს ზოდებს ასაღებდნენ - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ყალბი ოქროს ზოდების რეალიზების ფაქტზე, სომხეთის მოქალაქეები დააკავა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ "შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი ბოლო დროს მომხდარი საქმეების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ.

"პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. რკინიგზის სადგურზე არსებული "ოქროს ბირჟის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველმა სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. პოლიციამ ყალბი ოქროს ერთი ზოდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ