როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს და როგორია ნამდვილი სვანური სანელებელი - ბებიის რეცეპტი სვანი ქალბატონისგან

როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს და როგორია ნამდვილი სვანური სანელებელი - ბებიის რეცეპტი სვანი ქალბატონისგან

სანელებლებს დიდი როლი აკისრია ქართულ სამზარეულოში. ალბათ ბევრს უფიქრია, რაოდენ დიდ ცოდნას და გამოცდილებას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ანელებდნენ კერძებს სხვადასხვა სუნელით. საბედნიეროდ, ქართულ კულინარიაში უხვად მოგვეპოვება არომატული სანელებლები. თითოეული მათგანი განსხავებული თვისებებით და არომატით გამოირჩევა. ფიქრია ზურებიანი წარმოშობით მესტიიდანაა. ბებიის დანატოვარი რეცეპტით სხვადასხვა სახეობის სუნელს ამზადებს. მოსავალი მესტიაში თავად მოჰყავს, შემდეგ საკუთარი ხელით ფქვავს და სარეალიზაციოდ ამზადებს.

- მესტიის რაიონიდან ვარ, სოფელ მულახიდან. პროფესიით ექთანი გახლავართ და იქ ვმუშაობდი. რთული პერიოდი იყო, არ იყო შესაბამისი ხელფასი, ამიტომ თბილისში წამოვედი და ვაჭრობის სფეროში მოვსინჯე ძალები. საკუთარი მაღაზია მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დავკეტე. დავრჩი უმუშევარი, რასაც ძალიან განვიცდიდი. ჩემი დის რჩევით დავიწყე სუნელების წარმოება. სვანეთში დავთესე სხვადასხვა მცენარე. მონაწილოება მივიღე პროექტში "აწარმოე საქართველოში" და დამაფინანსეს. მიღებული თანხით ვიყიდე საჭირო ინვენტარი. როგორც გითხარით, ყველაფერი სვანეთში მომყავს. იყვნენ ამ პროექტის წარმომადგენლები ამოსულები, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს და დამაფინანსეს. ტრენინგებიც გავიარე. კმაყოფილი ვარ, ძალიან დამეხმარნენ.

- სუნელების დამზადების ტექნოლოგია როგორ შეისწავლეთ?

- ეს არის სუნელების დამზადების ძირძველი, მამა-პაპური სვანური მეთოდი, რომელიც დედამ მასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. ვაკეთებ სვანურ მარილს, ხარჩოს, ლობიოს სუნელს და სხვა მრავალს. სუნელების გარდა ვაკეთებ აჯიკებს, ტყემალს...

- ალბათ შრომატევადი საქმეა. რა დრო სჭირდება ამ ყველაფერს?

- დრო ნამდვილად სჭირდება, რადგან მარტო ვაკეთებ ყველაფერს. როცა დრო აქვს, ჩემი მეუღლეც მეხმარება. მხოლოდ დათესვა და დაფქვა არ არის. მოსავალს არაერთხელ უნდა სარეველებისგან გაწმენდა, გათოხვნა, შემდეგ ვიღებთ თესლს. ამის შემდეგ ვჭრით და ვახმობთ. უნდა დაფშვნა, თესლი ცალკე გაუშვა, ნაყოფი - ცალკე. ის რომ გაშრება, დავფქვავ. სვანურ მარილს რა სუნელებიც სჭირდება, ასევე ნიორი, მარილი, კარგად უნდა აზილო ერთმანეთში და სვანური მარილი მზად არის. თუ ხარისხიანად და კარგად გააკეთებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შრომატევადია... განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ის ობიექტი დაასახელა, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები იყიდებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი