მორცხვი წითური ბიჭის ცხოვრება, რადიკალურად შეცვალა დალაქის ერთმა რჩევამ... დღეს ის GQ-ს მოდელია!

მორცხვი წითური ბიჭის ცხოვრება, რადიკალურად შეცვალა დალაქის ერთმა რჩევამ... დღეს ის GQ-ს მოდელია!

გვილიმ პიუ (Gwilym Pugh) 21 წლის ასაკში ბიზნესის დაწყებას ცდილობდა. მან საკუთარი სადაზღვევო ფირმა ჩამოაყალიბა, რომელსაც საკუთარი სახლიდან მართავდა. სახლში მუშაობამ მას ზედმეტი კილოგრამები და დეპრესია მოუტანა. კარდიფელი ბიჭი 127 კილოგრამს იწონიდა და სახლიდან გასვლის სურვილიც არ ჰქონდა.

თუმცა, მისი ცხოვრება დალაქის ერთმა რჩევამ რადიკალურად შეცვალა - სტილისტმა გვილიმს ფაქტობრივად, აიძულა, წვერი მოეშვა...

"ჭარბწონიანი ვიყავი, ვმუშაობდი დღეში 12 საათი, ბიზნესი კარგად მიდიოდა, თუმცა თავს ვკარგავდი, მუხლის ტრავმის გამო ვარჯიშსაც ვერ ვახერხებდი... მინდოდა ჩემი ცხოვრების სტილი მომეწესრიგებინა და ჯანმრთელი ვყოფილიყავი", - ამბობს გვილიმი Daily Mail-თან საუბარში.

პირველი რაც მან გააკეთა, შეამცირა მჯდომარე სამუშაო საათები და დაიწყო ვარჯიში. როცა წონამ თანდათან იკლო, აწ უკვე ცნობილი წითური წვერი კი თანდათან წამოიზარდა, გვილიმმა ინსტაგრამის გვერდი შექმნა.

ბიჭის ვიზუალი მხედველობიდან არ გამოჰპარვია სამოდელო სააგენტოს აგენტს...

ახლა, 33 წლის პიუ ლონდონის ტოპ სამოდელო სააგენტო AMCK-ს მოდელია, მონაწილეობდა სხვადასხვა ბრენდების ფოტოსესიებში, მათ შორის Diesel, Bud Light... არის დევიდ ბექჰემის მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ხაზის სახე, მონაწილეობდა მამაკაცების ჟურნალ GQ-ს ფოტოსესიაში.

"ვფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ. ამ პროფესიაში იმ ასაკში მოვედი, როცა საჭირო იყო. კრეატიულ ადამიანებთან შეხვედრა და მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ, დღეს ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობებია!" - ამბობს გვილიმ პიუ.

dailymail.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს