რას შეიძლება უკავშირდებოდეს სოფელ სკრაში ჭაში წყლის გაცხელება - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

რას შეიძლება უკავშირდებოდეს სოფელ სკრაში ჭაში წყლის გაცხელება - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ სკრაში რამდენიმე ოჯახში სასმელი წყლის ჭაში წყლის გაცხელების ფაქტს ეხმაურება.

სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ამ ეტაპზე აღარ ფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ სკრაში იმყოფებოდნენ, ადგილზე ჭაში არსებული წყლის ტემპერატურა და ტემპერატურის მატების მიზეზები შეისწავლეს.

სპეციალისტების განმარტებით, ჭაში ტემპერატურის მატება გამოწვეულია არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით, წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს. სააგენტოს სპეციალისტები ჭაში არსებული წყლის მონიტორინგს აგრძელებენ.

"ამ უბანში ყველგან შეამოწმეს ჭებში სასმელი წყლის ტემპერატურა და კიდევ ერთგან, კერძოდ, ვალერი მახარაშვილის კუთვნილ ჭაში მოიმატა წყლის ტემპერატურამ. ამჟამად +11 გრადუსია, კახა მახარაშვილთან კი, სადაც დღეს ჭა სრულად დავცალეთ, წყლის დონის მატებასთან ერთად, ტემპერატურაც მატულობს, აქ +22 გრადუსია", - განაცხადეს გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჭების დათვალიერების შემდეგ.

სოფელ სკრაში მახარაშვილების ოჯახის კუთვნილ ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ოთხი დღის წინ შენიშნეს. მოსახლეობის ინფორმაციით, წყლის ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია