ახალი სექს-სკანდალი დონალდ ტრამპის გარშემო - რას ყვება Playboy-ის მოდელი

ახალი სექს-სკანდალი დონალდ ტრამპის გარშემო - რას ყვება Playboy-ის მოდელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ახალ სექს-სკანდალში გაეხვეს. საქმე ეხება Playboy-ის მოდელ კარენ მაკდუგალს, რომელთანაც აშშ-ს პირველ პირს სავარაუდო კავშირი ჰქონდა, თანაც მაშინ როცა მელანია ტრამპზე დაქორწინებული იყო.

მოდელმა New Yorker-ს უამბო, რომ მას და ტრამპს დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა, ბიზნესმენი კი მაშინ უკვე დაქორწინებული იყო მის მესამე მეუღლეზე - მელანია ტრამპზე.

კარენ მაკდუგალი 1998 წელს Playboy-ის წლის გოგო გახდა. ის წერილში ყვება, რომ მილიარდერი Playboy-ის სახლში გამართულ წვეულებაზე 2006 წელს გაიცნო. მათ ტელეფონის ნომრები გაცვალეს და თავდაპირველად სატელეფონო კავშირი შედგა მათ შორის. მოგვიანებით კი, ბევერლი ჰილზზე მდებარე სასტუმროში შედგა მათი "პირველი პაემანი".

"ძალიან აღელვებული ვიყავი! მე მომეწონა მასში მისი გონიერება და მომხიბვლელობა. ის ძალიან ზრდილობიანი მამაკაცია" - მოჰყავს გაზეთს ციტატა მაკდუგალის წერილიდან. მოდელი წელს, რომ სექსი პირველად სწორედ ამ დღეს ჰქონდათ. მას ტრამპმა ფული შესთავაზა, თუმცა მაკდუგალმა უარი უთხრა.

"ძალიან გავბრაზდი. შევხედე და ვუთხარი: არა გმადლობთ, მე არ ვარ ასეთი გოგონა" - წერს Playboy-ის მოდელი და ამ ურთიერთობიდან კიდევ ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს - მისი თქმით, ტრამპმა ერთხელ ტრამპ-თაუერში მის აპარტამენტშიც კი მიიყვანა და აჩვენა მისი მეუღლის, მელანიას საძინებელი.

მოდელი წერილში წერს, რომ ურთიერთობა მას შემდეგ დაასრულა, რაც სინდისის ქენჯნა დაეწყო ამ კავშირის გამო. მისი თქმით, კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ ტრამპმა უხამსად იხუმრა მაკდუგალის დედის ასაკზე, ამასთან, ვულგარული კომენტარი გააკეთა ფერადკანიანების ანატომიაზე.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ერთ-ერთმა მომხრემ დევიდ პეკერმა, მაკდუგალს 150 000 დოლარი გადაუხადა დუმილისთვის. მაშინ ტრამპის წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი უარყვეს.

მოგვიანებით, Wall Street Journal-მა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - რომ პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნომსახიობს სტეფანი კლიფორდს 130 000 დოლარი გადაუხადა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რომ მას დუმილი შეენარჩუნებინა მასა და ტრამპს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ. თეთრი სახლი ამ ინფორმაციასაც უარყოფს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე