გომბორზე ბენზინმზიდი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა

გომბორზე ბენზინმზიდი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია "სოკარს" ეკუთვნის. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მომხდარიდან გამომდინარე მოძრაობა შეზღუდულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან.

აფეთქების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია