ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა

ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია "სოკარის" კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.

"გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი