თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შეჩერების მექანიზმს ავამოქმედებთ - გერმანიის შს მინისტრი

თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შეჩერების მექანიზმს ავამოქმედებთ - გერმანიის შს მინისტრი

თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექანიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

"ახლახანს მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთნ შეხვედრა, მე როგორც შს მინიტრმა დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ, ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ, მათ შორის, შეჩერების მექანიზმზეც. თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ", - განაცხადა გერმანიის შს მინიტრმა.

ტომაზ დე მაიზერის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები