შსს-მ გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის აგვისტოში, ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებშია ნათქვამი, გიორგი ხ. და ზვიად ს  მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით" - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო

ცნობისთვის, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდის ცხედარი გასული წლის 5 აგვისტოს იპოვეს. ისინი თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილები გიორგი ხ. და ზვიად ს. არიან. გიორგი ხ. მომღერალი იყო, ხოლო ზვიად ს. - მოდელი.

იხილეთ ვიდეო:  გახმაურებული დანაშაული გახსნილია - ბათუმში დასასვენებლად მყოფი ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს