ჯინსები, გრძელი თმა და ლამბერსექსუალი გურულები მე-19 საუკუნეში

ჯინსები, გრძელი თმა და ლამბერსექსუალი გურულები მე-19 საუკუნეში

ქართველებს ლამაზად ჩაცმა გვიყვარს და ამაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ამ სილამაზეში ერთი ისეთი ფენომენი ბრწყინავს, მასზე ლაპარაკი არასდროს მოგწყინდება. ეს გურია, გურულები და ჩაცმა-დახურვისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება გახლავთ!

გურულები ომშიც ისე ჩაცმულ-დახურული მიდიოდნენ, როგორც ქორწილში! ამის დასტურად სახელგანთქმული ერმაკოვის ფოტოებიც კმარა - 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომისას მებრძოლი გურულები ისე არიან გამოწყობილები, თვალი დაგრჩებათ.

თუმცა, სანამ გურულ კაცებზე მოგახსენებთ, მანამდე სოფელ ნაგომარის ბაზრობაზე "გამოფენილი" გურული ქალების ჩაცმულობა უნდა გავიხსენოთ, რომლებზეც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს გაზეთი "დროება" გაოცებული წერდა: "რკინის ბორკილიც" რომ მოაბათ, ვერ გარეკავთ აქედან გამოპრაჭულ სოფლის ქალებს,…რამდენადაც ოზურგეთში პარიჟის არისტოკრატების ტანთცმა და ქცევა მისაბაძავათ აქვთ!"

ხედავთ?! თქვენც ხომ წარმოიდგინეთ, როგორ დასეირნობდნენ ბაზარში ეს ქალბატონები. რაც შეეხება ერმაკოვის ფოტოებზე აღბეჭდილ გურულებს... ამ ომის დროს თურქეთმა, აჭარასთან ერთად, საქართველოსთვის გურიის წართმევაც გადაწყვიტა და გურულები ფეხზე დადგნენ. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი