რა ვითარებაა აღმაშენებელზე - ხანძრის ლოკალიზება 100 მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად მოხერხდა

რა ვითარებაა აღმაშენებელზე - ხანძრის ლოკალიზება 100 მეხანძრე-მაშველის მუშაობის შედეგად მოხერხდა

აღმაშენებლის N60-ში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. "ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1500 კვ/მ ფართობზე. გამოცხადდა ხანძრის მაღალი ნომერი. მთლიანობაში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ლოკალიზება მოხდა დროულად, დაშავებული არავინ არის", - განაცხადა ყირიმელმა და დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ:  გამგებელი - ცეცხლი არა ყოფილ "მიხაილოვის საავადმყოფოს", არამედ აღმაშენებლის N60-ში მდებარე ისტორიულ შენობას გაუჩნდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო