რატომ დაემსგავსნენ ბანკები ონლაინსესხების კომპანიებს: "...მათი მოგება დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნაჩვენები აქვთ"

რატომ დაემსგავსნენ ბანკები ონლაინსესხების კომპანიებს: "...მათი მოგება დაახლოებით ხუთჯერ მეტია, ვიდრე ნაჩვენები აქვთ"

ბოლო დროს ბანკები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს სწრაფ და ძალიან სწრაფ სესხს, რომლის მისაღებად ბანკში მისვლაც არ არის საჭირო და სატელეფონო შეტყობინებით თუ ინტერნეტბანკინგით 1 წუთში შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული თანხის გააქტიურება.

ასეთი სესხების საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია და თითქმის არ ჩამოუვარდება ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების შემოთავაზებებს. ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწრაფი სესხების სეგმენტში ბანკების გააქტიურება ონლაინსაკრედიტო კომპანიების ნაწილის ბაზრიდან გასვლამ გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში დღეს რაც ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც სასესხო პირამიდა, ის კი სადღაც აუცილებლად ჩამოიშლება.

ირაკლი ბერძენაძე, ფინანსისტი: "ბანკების აქტივები დიდ ადგილს იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური სექტორის გარდა, სხვა დარგები არც არის განვითარებული და ეკონომიკა მონოპოლიზებული აქვს საბანკო სექტორს.

ბოლო დროს ბანკები მოკლევადიან დაკრედიტებაზე გადავიდნენ - შეავსეს ონლაინსესხებისგან გამოთავისუფლებული სივრცე, რომელიც ბოლო 1 წელიწადში რეგულაციების დაწესების შემდეგ გაჩნდა.

მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, სწრაფი და მოკლევადიანი სესხები ძალიან მომგებიანი პროდუქტია ბანკისთვის, თანაც მათ იაფი ფულის მეტი რესურსი აქვთ.

საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია (50%-დან 99%-მდე), რომ მასში თავიდანვე არის გათვალისწინებული გადახდისუუნარობის რისკი. ასეთი პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება საბანკო პრაქტიკას სცილდება და არასაბანკო სექტორის ნაწილში გადადის. შესაბამისად, დღეს რომ მკითხოთ, რა განსხვავებაა ონლაინკომპანიებსა და ბანკებს შორის, მოკლევადიანი, მაღალპროცენტიანი დაკრედიტებისას, გეტყვით, რომ ფაქტობრივად არანაირი.

ამ ყველაფერმა სხვა სამწუხარო ტენდენციასაც მისცა დასაბამი - ადრე თუ ბანკები გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს ხელსაყრელი პროცენტით გასცემდნენ, ახლა იპოთეკურის გარდა, გრძელვადიან სესხებს თითქმის აღარ გასცემენ. მოსახლეობის სავალო ტვირთი კი იზრდება, იკლებს გადახდისუნარიანობა, რაზეც "კრედიტინფოს" ჩანაწერებიც მეტყველებს. არადა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, კომერციული ბანკი მომდევნო ეტაპია, სადაც შედარებით დაბალი პროცენტით შეგიძლია ფულის სესხება. მხოლოდ მას შემდეგ, თუ ბანკი უარს გეტყვის კრედიტზე, მიმართავ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას, ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით.

როცა საბანკო და არასაბანკო დაწესებულების პირობები გათანაბრებულია, ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორში არაჯანსაღი კონკურენციაა. ბანკების სიძლიერე ქვეყანაში გადახდისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობითაც განისაზღვრება. სამწუხაროდ, ჩვენთან მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. საქართველოში დღეს რაც ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც სასესხო პირამიდა - როცა ერთ ბანკში აღებული სესხის გასტუმრება გვიჭირს, ამისთვის სხვა ბანკში კიდევ სესხს ვიღებთ, შემდეგ მესამე ბანკს მივმართავთ წინა ორის გადასაფარავად. ამ გზით ვალდებულებები სულ უფრო იზრდება. სასესხო პირამიდა კი სადღაც აუცილებლად ჩამოიშლება და ჭარბვალიანობა მოქალაქეებს ბანკროტობამდე მიიყვანს. ეს ბანკებისთვისაც დიდი რისკია"  განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო