"პრაიმ კრაიმი" - "კანონიერი ქურდი" ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული

"პრაიმ კრაიმი" - "კანონიერი ქურდი" ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული

"კანონიერი ქურდი" ასლან ქობულაძე საქართველოში იქნება ექსტრადირებული, - ამის შესახებ სააგენტო "პრაიმ კრაიმი" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასლან ქობულაძე, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" "ასლან ბათუმსკის" სახელით არის ცნობილი, 16 თებერვალს ქალაქ კემეროვოს კოლონიიდან გათავისუფლდა.

იმავე დღეს შსს-ს თანამშრომლებმა მას შეატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი დარჩენა არასასურველად არის აღიარებული. დეპორტაცია უახლოეს დღეებში მოხდება, მანამდე კი ქობულაძე არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს.

"პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება საქართველო იქნება, სადაც ასლან ქობულაძეზე ძებნაა გამოცხადებული.

"თუ საქართველო დროულად წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, "ასლან ბათუმსკის" სამშობლოში გაძევება და ახალი სასჯელი ელის", - წერს სააგენტო "პრაიმ კრაიმი".

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს