ლინდსი ლოჰანი მუსულმანური სამოსის მოდის კვირეულზე ჰიჯაბით მივიდა

ლინდსი ლოჰანი მუსულმანური სამოსის მოდის კვირეულზე ჰიჯაბით მივიდა

ლინდსი ლოჰანი, რომელმაც მედიის ინფორმაციით, ისლამი მიიღო, ლონდონში მოდის კვირეულზე ჰიჯაბით გამოჩნდა. ღონისძიებაზე მოდელებმა მუსულმანური სამოსი - ჰიჯაბები, აბაიები და სხვა თავსაბურავები წარმოადგინეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, 31 წლის ამერიკელი მსახიობი ჩვენებაზე შავი ჰიჯაბით და მინიმალური მაკიაჟით მივიდა.

ლოჰანი სიამოვნებით იღებდა ფოტოებს თაყვანისმცემლებთან ერთად.

მუსულმანი ქალებისთვის განკუთვნილი მოდის კვირეული ლონდონში გასულ უქმეებზე დაიწყო. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები 200 ფუნტი ღირს.

თავსაფრები, ჰიჯაბები და გრძელი კაბები 40-ზე მეტმა დიზაინერმა წარმოადგინა.

იანვარში ლინდსიმ "ინსტაგრამიდან" ყველა ფოტო წაშალა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ლოჰანმა ისლამი 2015 წელს მიიღო, 3 წლის წინ ის ყურანით ხელში გადაიღეს, თუმცა მსახიობმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ყურანი საუდის არაბეთში მცხოვრებმა მეგობრებმა აჩუქეს.