მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავისუფალია - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავისუფალია - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც სხდომათა დარბაზის გარეთ ელოდებოდნენ, ტაშით შეხვდნენ.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს