"ქორწილში თეთრი კაბის ჩაცმის სურვილი დავკარგე" - სად გაიცნო ბიზნესმენი შეყვარებული ქეთი შეყელაშვილმა და როგორია მისი საოცნებო ქორწილი

"ქორწილში თეთრი კაბის ჩაცმის სურვილი დავკარგე" - სად გაიცნო ბიზნესმენი შეყვარებული ქეთი შეყელაშვილმა და როგორია მისი საოცნებო ქორწილი

რომანტიკულია, მაგრამ გრძნობების გამოხატვა უბრალოდ, არ ეხერხება. ჯიუტი და სანდოა. მზრუნველი, შრომისმოყვარე და მიზანდასახულიც", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები 23 წლის წარმატებულ მოდელს ქეთი შეყელაშვილს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით თხის რქაა. შეყვარებულია, თუმცა გათხოვებას ჯერ არ აპირებს. მასზე ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საოცრად კარგი მეუღლეები არიან.

- ბავშვობაში ან თინეიჯერობის პერიოდში პრინცზე გიოცნებია? როგორი იყო ის შენს წარმოსახვაში?

- დიახ, მიოცნებია... ბავშვობაში თოჯინებით თამაში ძალიან მიყვარდა, ბევრი ლამაზი თოჯინა მყავდა, მათ შორის, ერთი ბიჭი იყო, რომელიც მომწონდა და მინდოდა, ჩემი პრინცი მასავით სიმპათიური ყოფილიყო.

- შეგიძლია საკუთარი თავი დაახასიათო და გულწრფელად ილაპარაკო შენს დადებით და უარყოფით თვისებებზე?

- მშვიდი ხასიათი მაქვს. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და ადამიანების შეწუხება. ყველაზე მეტად, მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათთან ერთად გართობა მიყვარს. მხიარულიც ვარ, მოწყენილობას ვერ ვიტან. ახლობელი ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ კომფორტულად გრძნობენ თავს ჩემ გვერდით, რაც ძალიან მსიამოვნებს. დადებითი თვისებებიდან გამოვყოფდი თავშეკავებულობას. არ მიყვარს ჭორაობა და ყოველთვის ვცდილობ, სხვების ცხოვრებაში არ ჩავერიო. არასოდეს არავის ვაკრიტიკებ. ვცდილობ ვიყო გულწრფელი და პატივისცემით მოვეპყრა ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

- შენში უარყოფითი თვისება უფრო ჭარბობს?

- არც ისე ბევრი. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, სხვებსაც ნერვებს ვუშლი. ცოტა ჯიუტი გახლავართ. სხვა, ისეთი გამოუსწორებელი ცუდი თვისება არ მაქვს.

- როგორ ახერხებ ამ დროს სხვისი ნერვების მოშლას?

- ირგვლივ მყოფებს უხეშად ვპასუხობ. ვიცი, გაბრაზდებიან, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებ, თან გულში მეცინება... ასე, რა თქმა უნდა, ახლობელ ადამიანებს ვექცევი.

- ცდილობ, შენი სიჯიუტე დაივიწყო?

- კი, ვცდილობ, თუმცა არ გამომდის (იღიმის). საერთოდ, სიჯიუტით ადამიანები სხვებს კი არა, საკუთარ თავს ვნებენ...

- მშობლებისგან ყველაზე ხშირად, რის გამო იღებ შენიშვნას?

- უფრო დარიგებებს ვიღებ, ვიდრე შენიშვნებს. მაგალითად: სიცივეა და თბილად ჩაიცვი... სახლში დროზე დავბრუნდე და ძალიან არ დავიგვიანო...

- თუ ითვალისწინებ მათ რჩევებს?

- შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ...

- მიზანდასახული ხარ?

- კი, საკმაოდ მიზანდასახული ვარ. რაც გულით მომნდომებია, ყველაფერი გამომსვლია. ამ მხრივ ბედს არ ვუჩივი. ყოველთვის მაქვს მიზანი, რომლის მიღწევისთვის ვშრომობ და თავს არ ვზოგავ. სხვანაირად ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.

- დამოუკიდებელი ხარ?

- არა, დამოუკიდებელი არ ვარ. გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩემთვის საყვარელი ადამიანების აზრებსაც ვითვალისწინებ.

- ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღება ოდესმე გინანია?

- ემოციურიც არ ვარ. როცა რამეზე ვღელავ, გარშემო მყოფები ამას ვერც მამჩნევენ. მსგავს მდგომარეობაში გადაწყვეტილებებს არასდროს ვიღებ, რადგან ვიცი, შემდეგ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვინანებ.

- შენი დაუდევრობის გამო, ფეხი ხშირად წამოგიკრავს?

- დაუფიქრებლად არასოდეს ვიქცევი, თუმცა რაღაც ნაბიჯები მინანია. არც დაუდევარი ვარ, პირიქით, ძალიან ფრთხილად და დაკვირვებულად ვეკიდები ყველაფერს.

­- ოდესმე დეპრესიაში ყოფი­ლხარ? რამ შეიძლება მიგიყვანოს ამ მდგომარეობამდე?

- მე და დეპრესია ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. აი, მაგალითად, დეპრესიაში შეიძლება ჩავვარდნილიყავი მაშინ, თუ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე რომელიმე საგანს ვერ ჩავაბარებდი და შესაბამისად, დიპლომის გარეშე დავრჩებოდი. საბედნიეროდ, მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და დიპლომიც მაქვს.

- ანუ უკვე დიპლომიანი საპატარძლო ხარ?... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ