კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზაზე გადასვლისას ორ ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა - ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზაზე გადასვლისას ორ ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა - ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა

ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც მეორე ზოლში მყოფმა ავტომობილებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და შეჯახება მოხდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დარჩა, მეორემ კი შემთხვევის ადგილი მიატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია პირის გარდაცვალება.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ქვეითად გადასასვლელია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული მული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო