საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის 11 თვეში

საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის 11 თვეში

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის/შენგენის ზონაში შესვლაზე საქართველოს 767 მოქალაქეს ეთქვა უარი.

"ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 28 მარტი), 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის მიმართულებით საჰაერო გზით გამგზავრების 226 655 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ევროკავშირის/შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვა 767 საქართველოს მოქალაქეს.

რაც შეეხება იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს ევროკავშირის და შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადები, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი სტატისტიკის მოწოდების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

"მონაცემი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პირობების დამრღვევი და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი, ვინაიდან თავისუფალი მიმოსვლის ვადის სავარაუდო დამრღვევთა რიცხვში ასევე ხვდება შენგენის ტერიტორიის სხვა კატეგორიის ვიზიტორები, როგორებიც არიან: პირები, რომლებიც მიემგზავრებიან შენგენის მიმართულებით წინასწარ მინიჭებული გრძელვადიანი ვიზით (მაგალითად, სასწავლო, სამუშაო, სამკურნალო და სხვა);

პირები, რომლებიც გამგზავრების მომენტისთვის უკვე ფლობდნენ ევროკავშირის ქვეყნის ორმაგ მოქალაქეობას ან ჰქონდათ წინასწარ მინიჭებული ბინადრობის უფლება; პირები, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ, ადგილზე მოახდინეს შენგენის ზონაში ხანგრძლივად ყოფნის ლეგალიზაცია და მიიღეს შესაბამისი დოკუმენტები (მაგ., ქორწინების, რიგ შემთხვევებში ბავშვის ყოლის ან უძრავი ქონების შეძენის, თავშესაფრის მოთხოვნის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა საფუძვლების არსებობისას); პირები, რომლებიც მართალია, ევროკავშირში წასვლის შემდეგ 90 დღიან ვადაში უკან არ დაბრუნებულან საქართველოში, მაგრამ გადავიდნენ მესამე ქვეყნებში", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ