თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა

თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა, წელს ჩუტყვავილა "ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს".

"წითელას შემთხვევაში ეპიდაფეთქება გვაქვს ახლა აჭარაში, დანარჩენ საქართველოშიც იმატებს შემთხვევები. წითელას მართვა შესაძლებელია - თუ ავიცრებით, წითელას თავიდან ავიცილებთ. სამწუხაროდ, ჩუტყვავილა უმართავი ინფექციაა, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში იგი ყოველგვარი გართულების გარეშე მიდის ხოლმე. უკიდურესად იშვიათად შეიძლება მძიმე მიმდინარეობა იყოს, განსაკუთრებით თუ რაიმე ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემებია. უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ჩუტყვავილამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - განუცხადა პაატა იმნაძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი