"თუ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ - იფრთხილეთ!" - თვის ასტროლოგიური ტენდენციები

"თუ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ - იფრთხილეთ!" - თვის ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში თვის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"ამ ერთი თვის პერიოდში ადამიანებში მოიმატებს მიდრეკილება სენტიმენტალობისა და გულჩვილობისადმი. ამიტომ თუ ვინმეს გულის მოლბობა გჭირდებათ, გამოიყენეთ მზის თევზებში ტრანზიტი.

ეს აგრეთვე ის პერიოდია, როდესაც ჩვენი ინტერესი მიმართული იქნება ყოველივე დაფარულისა და იდუმალისაკენ. ამ გაძლიერებული ცნობისმოყვარეობის გამო შესაძლოა ვიღაცეებს სურვილი გაუჩნდეთ ჩვენი ქმედებების ფარული აზრის გამოსარკვევად... და გამოარკვიონ კიდეც! ამიტომ თუ თქვენ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ - იფრთხილეთ!!

ეს ის დროა, როცა აქტიურდებიან ხოლმე ფარული მტრები, თუმცა მეორეს მხრივ, ადამიანებში აგრეთვე იღვიძებს თანაგრძნობისა და ლმობიერების, სიკეთის კეთების სურვილიც.

წარმატებული პერიოდი ექნებათ ხელოვნების და ეზოთერიკის სფეროში დაკავებულ ადამიანებს, ასევე მედიკოსებს, მეტადრე - წყლის ნიშნებს და ასევე მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, გარდა ქალწულისა, რომელსაც შეიძლება გაუჭირდეს მზით თავის ოპოზიციურ ნიშანში მოძრაობის გამო...

18 თებერვლიდან 6 მარტამდე მერკური თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს. ის აქ დაცემას განიცდის და ძალზე სუსტად გრძნობს თავს. როდესაც პლანეტა ასე სუსტია, მისი თვისებებიც ძნელად ამჟღავნებენ თავს. თუმცა ნებისმიერ მდებარეობას აქვს თავისი მინუსებიც და პლიუსებიც, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვანაირად ავლენენ თავს.

როგორც იცით, მერკური პასუხისმგებელია ჩვენს ფიქრებზე, სიტყვებზე, თუ როგორ ვაზროვნებთ და როგორ გამოვხატავთ ჩვენს ნააზრევს. მისი თემებია აგრეთვე წერა, კომუნიკაცია, გამოთვლები, რჩევები.

სუსტი მერკური სიტუაციებისა და მოვლენების სრულყოფილად გააზრების შესაძლებლობებს ამცირებს. რთულდება აზრის ფოკუსირება, სათქმელის ფორმულირება, საჭირო სიტყვების თუ გამოთქმების პოვნა.

ამის გამო ადამიანებს შორის ურთიერთობა აღარც თუ ისე საინტერესო ხდება, რჩევები არაპრქატიკულია, გამოუსადეგარი, გამოთვლები უზუსტო, ნაწერში შეცდომები იპარება.

თუმცა ვინაიდან თევზების წამყვანი თემები ინტუიცია, ქვეცნობიერი და სულიერებაა, აქ მოხვედრილი მერკურიც ამ შეფერილობებს იძენს. მის წყალობით ჩვენი სიტყვები უფრო სულიერი და ბრძნული ხდება, მეტად ფილოსოფიური, ან შემოქმედებითიც კი.

მაგრამ შფოთვა, გაფანტულობა, კონცენტრაციის დაბალი უნარი, და ამით გამოწვეული გაღიზიანებულობაც სამწუხაროდ იგივე თევზების გავლენაა...

ეს არის პერიოდი არა მხოლოდ თვითმოტყუების, არამედ სხვების მხრიდანაც ჩვენი შეცდომაში შეყვანის მცდელობების, გართულდება დოკუმენტაციასთან მუშაობა, სწავლის პროცესი, კონტაქტები სრულიად გაურკვეველი მიმართულებით ვითარდება, სატრანსპორტო საშუალებები უწესრიგოდ მუშაობენ, მცირე გაბარიტების ტექნიკაშიც გაუმართაობებია... უმჯობესია გადადოთ ტელეფონების, და ავტომობილების შეძენა მერკურის ვერძში გადასვლამდე.

განსაკუთრებით არეული და გაურკვევლობებით სავსე ამ მიმართულებებით შესაძლოა აღმოჩნდეს 24-27 თებერვლის ინტერვალი აღმოჩნდეს, რადგან ამ დღეს მერკური თევზების მმართველ ნეპტუნს შეუერთდება. ეს პერიოდი ფრიად არასასურველია მოლაპარაკებებისათვის, ხელშეკრულებების გაფორმებისათვის, მეორე მხრივ - გაიზრდება ალბათობა რაიმე დაფარულის წამოტივტივებისა....

თუმცა წინა დღეებში, კონკრეტულად კი 19-დან 23 თებერვლის ჩათვლით ბევრად უკეთესი, მყარი სიტუაცია იქმნება მერკურისა და სატურნის სექსტილის გამო, რომელიც მოგვცემს შანსებს, მოვაგვაროთ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, გავაფორმოთ გრძელვადიანი ხელშეკრულებები ან რაიმე აუცილებელი და საჭირო ტექნიკა შევიძინოთ.

გარდა მერკურისა ამ კვირაში ნეპტუნთან შეერთებას ვენერაც გადის, ამ მოვლენის პიკი 21 თებერვალს უწევს, თუმცა კლებად ზეგავლენას კვირის ბოლომდე შეინარჩუნებს. ამ შეერთების გამო ადამიანებში გამძაფრებული იქნება სილამაზის ინტუიტიური აღქმა, სიყვარულის შეგრძნება; ყოველივე ამის ხარჯზე რომანტიული ურთიერთობები საკმაოდ იოლად და ჰარმონიულად ლაგდება. მოიმატებს სურვილი გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. დიდი ალბათობით აგრეთვე წარმოსახვის, ფანტაზიისა და რაღა თქმა უნდა, ინტუიციის გაზრდაც არის მოსალოდნელი. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამ ტენდენციამ რეალობისაგან ცოტა შორს წაგვიყვანოს და საგნების თუ მოვლენების შეფასებისას სასურველი უფრო დავინახოთ, ვიდრე არსებული. ამიტომ ალბათ აჯობებს, მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ ყველაფერში.

ამ ფონზე ასევე შესაძლოა იჩინოს ძველი ურთიერთობის ნოსტალგიამაც. თუმცა წარმოსახვითი კოშკები და იდეალები მეტისმეტად მიუწვდომელია, რაც ემოციური სირთულეების წარმოშობას შეიძლება უწყობდეს ხელს. მითუმეტეს რომ 20-დან 28 თებერვლამდე ორი ლიბიდო პლანეტის - ვენერასა და მარსის კვადრატიც გვაქვს რომლის პიკი 25 რიცხვში უწევს. ეს ასპექტი წყვილებს შორის დიდი მიზიდულობის გაზრდის საფუძველი იქნება, მაგრამ ამასთან ერთად დაძაბულობის ტენდენციასაც გაზრდის.

თუმცა ამავდროულად არის საშიშროება მავნე ჩვევებთან მიბრუნების - ალკოჰოლის ან ნარკოტიკული თრობის სახით. ჩნდება ტენდენცია რაღაცის დამალვის, მიჩუმათების. ეს შესაძლოა იყოს ფარული რომანები სხვადასხვა პარტნიორებთან.

ფინანსური თვალსაზრისით ცოტა არ იყოს რთული დღეებია - ადამიანები ადვილად მიდიან სარისკო, ბუნდოვან შემოთავაზებებზე. მატულობს თაღლითურ მაქინაციებში გაბმის რისკი.

ეს კვირა ჯერ ისევ დაბნელების არეალს გავდივართ. მომდევნო კვირა უკეთესი იქნება".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს