"ომეგა ჯგუფ თამბაქოს" გენერალური მენეჯერი - ტელეკომპანია "იბერიას" შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას

 "ომეგა ჯგუფ თამბაქოს" გენერალური მენეჯერი - ტელეკომპანია "იბერიას" შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას

ტელეკომპანია "იბერიას" შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ "ომეგა ჯგუფ თამბაქოს" გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ს განუცხადა.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, საუბარია ბოლო პერიოდში "ომეგა ჯგუფისთვის" მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, პრობლემა ტელეკომპანია "იბერიასაც" შეუქმნას.

"ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, კონკრეტული მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის. რაც შეეხება იმას, თუ როგორი კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას ჩვენს ტელევიზიასთან და როგორ აისახება, ტელეკომპანია "იბერიის" ძირითადი დამფინანსებელი არის "ომეგა ჯგუფი", შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ანაზღაურებას ვინმესგან ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო ომეგა ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია იბერიასაც", - განაცხადა "ომეგა ჯგუფის თამბაქოს" გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ