3 მარტს ქართველი ვარსკვლავები გალა-კონცერტს გამართავენ

3 მარტს ქართველი ვარსკვლავები გალა-კონცერტს გამართავენ

3 მარტს, დედის დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო გაერთიანდებიან. 14 წლის მანძილზე ამ დღეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" აერთიანებდა საზოგადოებას, წელს კი "იავნანას" და კეთილ საქმეს ფონდის მეგობრები მიუძღვნიან გალა-კონცერტს.

კონცერტში მონაწილეობისთვის მეტროპოლიტენ ოპერაში ტრიუმფის შემდეგ, ნიუ-იორკიდან ჩამოვა აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. რამდენიმე დღეში შემოქმედებით გუნდს ამსტერდამინად ასევე შემოუერთდება დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის კომპოზიცია და ორიგინალური საავტორო ვერსიები.

3 მარტს ერთ სცენაზე იდგებიან - მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები თამარ ივერი და გოჩა დათუსანი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, განუმეორებელი ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, სოფო ნიჟარაძე, ანსამბლი "შვიდკაცა", ზაზა მარჯანიშვილი, გიგი გეგელაშვილი და ჯგუფი "სინათლის წელიწადი", ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი