ელისაბედი ცნობილი ჟურნალის რედაქტორის გვერდით - დედოფალი მოდის კვირეულზე მივიდა

ელისაბედი ცნობილი ჟურნალის რედაქტორის გვერდით - დედოფალი მოდის კვირეულზე მივიდა

 

დედოფალმა მსოფლიოს მოდის დიზაინერები გააოცა - ელისაბედ მეორე ლონდონის მოდის კვირეულზე მივიდა.

ბრიტანელი მონარქი პირველ რიგში ჟურნალის Vogue რედაქტორის, ანა ვინტურის გვერდით დაჯდა.

ანა ვინტურს "მოდის ყინულის დედოფალს" უწოდებენ. როგორც "დეილი მეილი" წერს, ფილმში "ეშმაკს აცვია პრადა" მერილ სტრიპის მიერ განსახიერებული გმირის პროტოტიპი სწორედ ვინტურია.

ელისაბედი დაესწრო დიზაინერ რიჩარდ ქუინის სამოსის ჩვენებას და მოგვიანებით ის დედოფლის ორდენით დააჯილდოვა.

ბრიტანულ მედიას არ გამორჩა მოდის ჟურნალის რედაქტორის დაძაბული ჟესტები. იმის მიუხედავად, რომ დედოფალი ღიმილით ცდილობდა მის გვერდით მყოფების გამხნევებას, სხეულის ენის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვინტური ძალიან დაძაბული იჯდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ