დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება

დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება

ექიმებმა დოდო გუგეშაშვილის კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი ექიმებმა შეამოწმეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეს არ გაწერონ.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი