ძლიერი ხანძარია თბილისში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე კიროვის ქარხანაში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბების საწყობს უკიდია. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.
შეგახსენებთ, ქარხანა, სადაც შერეული ტიპის საქონლის საწყობები და საამქროები იყო განთავსებული 2015 წელსაც დაიწვა. მაშინ ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. დაზარალებულების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ცეცხლი ქარხნის შენობაში განზრახ გააჩინეს.
ფოტო: ნატო გუბელაძე