რა ბედი ელის დედაქალაქის ბიბლიოთეკებს

რა ბედი ელის დედაქალაქის ბიბლიოთეკებს

თბილიისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც ხუნწარიამ შეხვედრის დასაწყისში განაცხდა, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

"ჩვენ ერთი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ თუ რა პროცესები გველოდება, რა პროცესები უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ მოდერნიზებული ბიბლიოთეკა, ახალი სივრცეები, რომელიც ქალაქის საიმიჯო სივრცე უნდა იყოს და არა პირიქით, რაც ახლა ხდება. ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას მოყვა პროტესტი გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია, როგორც ეს გაცხადებული იყო. ჩამოგითვლით მიზეზებს, თუ რატომ გახდა ეს პროცესები საჭირო. ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს თბილისის მერია, რაც სამართლებრივად გაუმართავია. მეორე საკითხია ის, რომ 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არის წიგნადი ფონდების და წიგნის შენახვის პრობლემები. ბევრ წიგნს სოკო აქვს გაჩენილი იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელშიც დღეს თქვენ გიწევთ ყოფნა. ასევე, მძიმე მდგომარეობაა თქვენთვისაც, რადგან გაუსაძლის მდგომარეობაში გიწევთ ყოფნა, შეუსაბამოა ის გარემო, სადაც მუშაობთ და ასევე შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რასაკვირველია, პრობლემაა დაბალი ხელფასები. მიგვაჩნია, რომ ის ხელფასი, რაც გაქვთ, არ უნდა გქონდეთ. იმისთვის, რომ გავმართოთ სისტემა, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. რათა ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები. 21-ე საუკუნეა და გვაქვს ახალი ტიპის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ", - მიმართა ხუნწარიამ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც მერიის მხრიდან ა(ა)იპ-ის დაფუძნებას გულისხმობს.

"ამ ა(ა)იპ-ში გაერთიანდება ბიბლიოთეკები და 3 მედიათეკა, რომელიც ქალაქში არსებობს. ასევე ხელფასების მატება რომ მოხდეს, უნდა ვუპასუხოთ გარკვეულ სტანდარტებს. შესაბამისად, 1 თვის მანძილზე მოხდება ყველა თანამშრომლის გადამზადება და პროცესი 2 კვირაში დაიწყება. გადამზადება მოხდება იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით, რაც გვაქვს. ამაში გვეხმარება ეროვნული მუზეუმი, რომ პროცესები ღირსეულად გავიაროთ. ასევე უნდა გავიაროთ ტესტირება. მხოლოდ ამის შემდეგ, რაც დაფუძნდება ა(ა)იპ-ი, ტესტირების შემდგომ ვინც გადალახავს ბარიერს, ამის შემდეგ მოხდება თანამშრომლების აყვანა ახალ ა(ა)იპ-ში. ამის შემდეგ მოხდება კულტურის სამინისტროში სსიპ-ის ლიკვიდაცია. ეს პროცესი იმისთვის დაიწყო, რომ გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა, წიგნადი ფონდი მაქსიმალურდ შეივსოს, კლიმატი, რაც წიგნს სჭირდება გვქონდეს და სერვისებზე ორიენტირებული გავხდეთ", - განაცხადა ხუნწარიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ