შსს თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 21 წლის გოგონას სხეულში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერების ოქმში აღნიშნული ფრაზა - "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" მექანიკური შეცდომაა" - ექსპერტი

ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი და განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს