როდიდან დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია

როდიდან დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია

ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. პირველ რიგში, ეს ეხება ზოგად უნარებს და მცირედი ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასების სქემაში, თუმცა ამას ცვლილებას არც დავარქმევდი. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, აქ შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს საგამოცდო ცენტრების თვალსაზრისით და ამაზე უფრო დეტალურად აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყების წინ ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი