ვინ არის 6 ადამიანი, რომელიც პროკურატურაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნა

ვინ არის 6 ადამიანი, რომელიც პროკურატურაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაინიშნა

საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყებაში განხორციელებული შიდა საკადრო ცვლილებების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, თბილისში, ასევე რამდენიმე რაიონსა და რეგიონში ახალი პროკურორი დაინიშნა. ჯამში საუბარია 6 საკადრო ცვლილებაზე. 

„საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.

რაც შეეხება თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ. 

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ გვერდზე“, - ნთქვამია პროკურატურის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები