10 წლის ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში - პატარა დათოს ოცნება აუსრულეს

10 წლის ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში - პატარა დათოს ოცნება აუსრულეს

10 წლის ხაშურელ ბიჭს, რომელიც თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა და რომლის შესახებაც AMBEBI.GE გუშინ წერდა, დღეს ზოოპარკი დაათვალიერებინეს.

თბილისში დაკარგული დათო ნოზაძე პატრულის თანამშრომლებმა ორი დღის წინ იპოვეს. როგორც ირკვევა, ბიჭუნა ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოყვა და თბილისში ჩამოვიდა.

ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. პატრულმა ბავშვს სახელი, გვარი, კოორდინატები გამოკითხა და რამდენიმე წუთში იპოვა მისი ოჯახი ხაშურში. დათო ნოზაძის მამას დაუკავშირდნენ და ახარეს, რომ მისი ვაჟი იპოვეს. ნოზაძეები სახლში ისე დაბრუნდნენ, რომ ბავშვმა სამწუხაროდ ვერ შეძლო ზოოპარკის დათვალიერება, იმის გამო, რომ გვიან ის დაკეტილია.

თუმცა, დღეს პატარა დათოს ოცნება აუსრულდა - მას თბილისის ზოოპარკი პატრულ-ინსპექტორმა ანა ურთქმელიძემ და თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დაათვალიერებინეს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ბიჭუნას აბონემენტი აჩუქა, რომლითაც თბილისის ზოოპარკში მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ