21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა მეგობარმა ჩაიდინა - შსს დანაშაულის დეტალებზე

21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა მეგობარმა ჩაიდინა - შსს დანაშაულის დეტალებზე

შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა.

„შსს-მს თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღთ სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ცნობისთვის, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის გვამი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. გოგონა სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

წაიკითხეთ ასევე: რა დეტალებს ჰყვებიან თემქაზე მოკლული გოგონას მეზობლები - "ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს