"უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი...მჯერა რომ ეს ლადოს არ გაუკეთებია" - რას წერს მოკლული გოგონასა და ბრალდებულის მეგობარი "ფეისბუქზე"

"უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი...მჯერა რომ ეს ლადოს არ გაუკეთებია" - რას წერს მოკლული გოგონასა და ბრალდებულის მეგობარი "ფეისბუქზე"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა. დანაშაულში ბრალდებული გოგონას შეყვარებული ლ.გ. პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ლ.გ-მ ანა ნაცვლიშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა შურისძიების მოტივით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ უკვე დაკითხა მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები. როგორც დაკითხვის შემდეგ დაკავებულის მეგობარმა ნიკოლოზ ქიტუაშვილმა აღნიშნა, ანას და ლ-ს დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ და მასთან რაიმე კონფლიქტის შესახებ არც ერთს არაფერი უთქვამს. ფაქტს მოკლულისა და ბრალდებულის კიდევ ერთი მეგობარი ნიკა ოდიკაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის არ ვიცი საიდან დავიწყო ანი ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი რომელსაც მოფერებით "რძალოს" ვეძახდი აღარ არის ძალიან ძალიან გული მტკივა ძალიან მინდა საქართველოში ვიყო ეხლა ვერ წარმოვიდგენ რომ ეს ლადომ გააკეთა შეუძლებელია ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვიცნობ ძალიან კარგად მე ის დანითაც არასდროს მინახავს როცა ხშირად ვიყავით ერთად და ბოლომდე მჯერა რომ ლადო ამას არ გააკეთებდა ლაუშ შენთან ვარ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ახალ ამბებს ნუ დაუჯერებთ ხალხნო იტყუებიან !!!!! უბრალოდ ვერ გადმომაქვს რეალობაში ჯერ კიდევ რაც მოხდა მაგრამ გულით მჯერა რომ ეს ლადოს არ გაუკეთებია, მათ უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი ლადოს ეყვარება ანი ყოველთვის კიდევ ზუსტად ვიცი !!სატელეფონო ჩანაწერები რო ამოიღოს შსს-მ ურიგო არ იქნება facebook-ის მინაწერებთან ერთად" - წერს ოდიკაძე.

ცნობისთვის, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის გვამი თემქაზე, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს იპოვეს. გოგონა სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს