სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 23 თებერვალს, სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჭირნახულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის, რიყის ტერიტორიის და მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ახალი არსენალის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბერიაშვილის, პაატა სააკაძის, ხრამჰესის და ასპინძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის და ამაღლების ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილსაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 თებერვალს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 370 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა და დაბა სტეფანწმინდა, 14:10 საათიდანდან 18:00 საათამდე - 107 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ზემო ხორხი, ნეძიხი, სონდისველა, უბანი და მიმდებარე სოფლებში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი