ჩამოიყვანენ თუ არა გია მაისაშვილს სამშობლოში - ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს კომენტარი

ჩამოიყვანენ თუ არა გია მაისაშვილს სამშობლოში - ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს კომენტარი

პოლიტიკოსისა და ლიდერთა სკოლის დამფუძნებლის, გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის, პრემიერის, მთავრობისა და მედიის სახელზე მიმართვა გავრცელდა, სადაც პოლიტიკოსის ახლობელ-მეგობრების სახელით, ჟოზე კოდუა გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანას ითხოვდა. პოსტი უამრავმა ადამიანმა გააზიარა. AMBEBI.GE  ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა.

"საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში მუდმივ კავშირზეა ბატონი გია მაისაშვილის ოჯახის წევრებთან. ბოლო კომუნიკაციის დროს ოჯახის წევრებმა გაუზიარეს კონსულს ინფორმაცია ბატონი გიას უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მათ შორის ართულებს ავადმყოფის გადაადგილებას, მით უფრო ასეთ შორ დისტანციაზე, სურვილი ერთია, თუმცა მისი ჯანმრთელობის ობიექტური მდგომარეობა - მეორე. ოჯახის წევრების განცხადებით, აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები მათ არ ეკუთვნით. გენერალურმა კონსულმა ბატონი გია მაისაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ აღუთქვა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ კონსულს და აღნიშნეს, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან საკონსულო სამსახურთან" - აცხადებენ საკონსულოში.

გია მაისაშვილი რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძვის. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედოა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა. როგორც გავარკვიეთ, პოლიტიკოსი კლინიკიდან გაწერეს, რადგან მის მდგომარეობასთან მედიცინა უკვე უძლური აღმოჩნდა.

წაიკითხეთ ასევე: "წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ