"ვირტუალური მოგზაურობა" ლიტვის უნივერსიტეტებში - უფასო განათლების შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის

"ვირტუალური მოგზაურობა" ლიტვის უნივერსიტეტებში - უფასო განათლების შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის

ლიტვის ეროვნული საგანმანათლებლო პორტალი www.studyinlithuania.lt ქართველ სტუდენტებს 23-24 თებერვალს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე ეპატიჟება.

პორტალის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს ლიტვაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების, პროგრამებისა და სასწავლო გრანტების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. გამოფენას ლიტვის 10 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

www.studyinlithuania.lt ლიტვის ეროვნული, არაკომერციული პორტალია, რომელიც პროექტ "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ლიტვაში" ნაწილია. პორტალის მთავარი მიზანი საერთაშორისო საზოგადოებაში ლიტვის უმაღლესი განათლების სისტემის იმიჯის გაძლიერებაა. პორტალი სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების, სასწავლო გრანტებით სარგებლობისა და მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.

პორტალი გამოფენაზე მისულ სტუმრებს ლიტვის წამყვან უნივერსიტეტებში "ვირტუალურ მოგზაურობას" პირდება.

 

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი