შესაძლოა რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის - თემქაზე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

შესაძლოა რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის - თემქაზე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს. 

„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა. 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს