მკვლელობაში ბრალდებული ანა ნაცვლიშვილს მის მშობლებთან ერთად ეძებდა

მკვლელობაში ბრალდებული ანა ნაცვლიშვილს მის მშობლებთან ერთად ეძებდა

თემქაზე მოკლული ახალგაზრდა გოგონას მეგობრები საქმის დეტალებზე საუბრობენ. მოკლულის და დაკავებულის საერთო მეგობრების ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლადო გრიგალაშვილი გოგონას ოჯახში თავად მივიდა და ანა ნაცვლიშვილს ოჯახის წევრებთან ერთად ეძებდა.

"ლადომ დაურეკა მეგობრებს, უთხრა, რომ ანა კონტაქტზე არ გამოდიოდა და მოძებნაში დახმარებოდა. მერე ოჯახშიც მივიდა და მასთან ერთად იყო ჩართული, რომ ანა მოეძებნათ", - აცხადებს ერთ-ერთი მეგობარი. 

მეგობრები მოკლულსა და დაკავებულს შორის არსებულ ურთიერთობებზეც საუბრობენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ გრიგალაშვილი მოკლულს ხშირად აკითხავდა.

"მოსვენებას არ აძლევდა ფაქტობრივად. სულ უნდოდა მის გვერდით ყოფნა, ანას სურვილის მიუხედავად", - აღნიშნა კიდევ ერთმა მეგობარმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. გუშინვე მისი მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს